კულტურა

ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს მასშტაბით 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა მსოფ­ლი­ოს 50 სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის და­სახელდა.

ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია. აფხა­ზა­ვა პროგ­რა­მის – ”მო­მავ­ლის თა­ო­ბა” ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას სკო­ლებ­ში. წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას და პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას დიდ­წი­ლად სწო­რედ ამ პროგ­რა­მას უმად­ლის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის “The Global Teacher Prize” ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენასა და პროფესიის პოპულარიზაციას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 31 მაისს დაწესდა.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული შემდეგ კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდეს:

მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

 

კომენტარები

კომენტარი