საშემსრულებლო ხელოვნება

Young Mic-ი ახალ სიმღერაში მსმენელს სალომე ზურაბიშვილის არჩევისკენ მოუწოდებს

Young Mic-მა, იგივე მიშკა მგალობლიშვილმა ახალი სიმღერა “ვიკავებდი თავს” საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა.

როგორც Mic-ი აცხადებს, ვისაც უნდა გაიგოს თუ რატომ იკავებდა თავს იმ ამბების მერე, რაც მას შეემთხევა, ამ სიმღერას მოუსმინოს.

კითხვაზე არის თუ არა ახალი სიმღერა სალომე ზურაბიშვილის არჩევისკენ მოწოდებული, რეპერმა “არტნიუსთან” საუბრისას დაადასტურა.

“არჩევანი არსებულ კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს, და თუნდაც ჩემს კლიპში ნაჩვენები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გარკვეულ მხარეს არ დაუჭირო მხარი არაფრის ფასად” – განაცხადა მიშკამ.

კითხვაზე, თუ რატომ იკავებდა თავს, რეპერმა “არტნიუსს” ასე უპასუხა:

“თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ მიყვარს ჩემი პოლიტიკური პოზიციის გასაჯაროება, თუმცა მოცემულ სიტუაციაში თავი ვალდებულადაც ჩავთვალე რომ აზრი გამომეთქვა”

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები, Young Mic და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

რეპერების დაკავებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და მოსახლეობამ პარლამენტთან აქცია დაგეგმა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი