სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Versace-მ კოლექციებში კენგურუს ტყავის გამოყენება აკრძალა

იტალიურმა მოდის სახლმა, Versace-მ თავის კოლექციებში კენგურუს ტყავის გამოყენება აკრძალა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, LAV-ის ზეწოლის შედეგად მიიღო. მოდის სახლს ამასთან დაკავშირებით განცხადება თავად არ გაუკეთებია, თუმცა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნება დართო.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებთან არაა დაკავშირებული. Versace-სა და LAV-ს შორის მოლაპარაკებები 2 წლის წინ დაიწყო. შედეგად, 2019 წელს, ბრენდს უკვე აკრძალული ჰქონდა კენგურუს ტყავის გამოყენება, თუმცა ეს ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.

Versace ერთადერთი არაა, რომელმაც კენგურუს ტყავის გამოყენება ცხოველთა დაცვის ორიგანიზაციების ზეწოლის გამო შეწყვიტა. LAV-ის მოთხოვნებს სპორტული სამოსის ბრენდი, Diadora-ც დამორჩილდა და ტყავზე უარი თქვა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც გაუხმაურებელი დარჩა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების განცხადებით, ავსტრალიაში, კომერციული მიზნებისთვის, ყოველწლიურად, 2,3 მილიონ კენგურუს კლავენ. ცხოველის ხორცი საკვებადაც გამოიყენება, თუმცა მისი ტყავი ძალიან ღირებული რესურსია, რომლის უმსხვილესი იმპორტიორიც იტალიაა.

კომენტარები

კომენტარი