საშემსრულებლო ხელოვნება

U2-ს სოლისტი კარანტინში გამოკეტილებს უმღერის

U2-ს ფრონტმენი ბონო პირველად 2017 წლის შემდეგ ასრულებს სიმღერას, რომელიც შთაგონებულია იტალიელებით, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

მანდ დაპოსტა თავისი ახალი სიმღერა „დაე თქვენი სიყვარული ცნობილი გახდეს“ ინსტაგრამზე შემდეგი წარწერით: „იტალიელებისთის, ვინც ეს შთამაგონა… ირლანდიელებისთვის… ყველასთვის, ვინც ამ წმინდა პატრიკის დღეს გამოკეტილია და მაინც მღერის. ექიმებისთვის, მედპერსონალისთვის, მზრუნველი ადამიანებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ თქვენ გიმღერით“.

ბონო ამბობს, რომ სიმღერა ჩაწერა დაპოსტვამდე ერთი საათით ადრე, დუბლინში, საკუთარ სახლში, იგი პიანინოზე უკრავს და მღერის: „თქვენ არ შეგიძლიათ შეეხოთ, მაგრამ შეგიძლიათ უმღეროთ ერთმანეთს სახურავებიდან/მიმღერეთ ტელეფონებიდან/მიმღერეთ და დამპირდით, რომ არ გაჩერდებით/იმღერეთ და არასდროს იქნებით მარტო“

სიმღერა ბონომ წმინდა პატრიკის დღეს ჩაწერა, რადგან დღესასწაულის აღსანიშნავი ყველა ღონისძიება გაუქმდა მსოფლიო მასშტაბით, სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო.

კომენტარები

კომენტარი