საშემსრულებლო ხელოვნება

Radiohead-ის გიტარისტი კორონავირუსისგან განიკურნა

როკ ჯგუფ Radiohead-ის გიტარისტი ედ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ მას ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები და ახლა თავს გამოჯანმრთელებულად მიიჩნევს. იგი უელსში თავსი ცოლშვილსა და მეგობრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას არ გაუვლია ტესტი, რადგან შეზღუდული ოდენობის გამო ყველას შემოწმება ვერ ხერხდება, თუმცა ო’ბრაიენის თქმით, მას ჰქონდა ციებცხელება, ხველება და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა, რაც ცხადი სიმპტომებია.

კორონავირუსის გავრცელებამდე ო’ბრაიენს წინასწარ რამდენიმე თვე უკვე დაგეგმილი ჰქონდა: ცოცხალი კონცერტები, ჩრდილოამერიკული ტურის ჩათვლით მაისსა და ივნისში, ასევე სხვა შეხვედრები ზაფხულის განმავლობაში. 25-27 სექტემბერს მას კალიფორნიაში აქვს დაგეგმილი კონცერტი სხვა გიტარისტებთან ერთად.

ედ ო’ბრაიენი, 2017

სატელეფონო ინტერვიუში მისი ახალი სოლო ალბომის „დედამიწის“ განხილვისას, რომელიც 17 აპრილს უნდა გამოვიდეს, ცნობილი როკ-ჯგუფის გიტარისტი ამბობს, რომ იგი საკუთარ თავს აძლიერებდა ვიტამინებით და მისი დღეების შესამჩნევად უფრო ნელი რიტმით და რახან განიკურნა, ახლა მას აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რათა გაამხნევოს ყველა და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება.  

კომენტარები

კომენტარი