საშემსრულებლო ხელოვნება

Queen-მა ინტერნეტით ლეგენდარული კონცერტი გაუშვა

Queen-მა 15 მაისს, მხოლოდ 48 საათით, ინტერნეტით გაუშვა 1992 წლის 20 აპრილის, ფრედი მერკურისთვის მიძღვნილი მთლიანი კონცერტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Guns N’ Roses, Metallica, იან ჰანტერი, U2, ელტონ ჯონი, Def Leppard და დეივიდ ბოუი. ონლაინ-სტრიმინგი მოიზიდავს თანხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდის ფონდისთვის.

Def Leppard-ის მომღერალი ჯო ელიოტი იხსენებს: „ჩემთვის საუკეთესო სამი წუთი აუდიტორიის წინაშე იყო, როდესაც შევასრულეთ All The Young Dudes – ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული სიმღერა, რაც კი ოდესმე ყოფილა, Queen-ით ბექბენდად და ბოუით, ჰანტერით და [მიკ] რონსონით ფრონტმენებად. ფილს [კოლენი, Def Leppard-ის გიტარისტი] არ სურდა ამის გაკეთება. მე ყურზე წავავლე ხელი, როგორც სკოლის დირექტორმა, სცენაზე გავათრიე და ვუთხარი: „შენ ამას აკეთებ!“. ეს რონსონის ბოლო შესრულება იყო სცენაზე.“

კომენტარები

კომენტარი