საშემსრულებლო ხელოვნება

,,Pearl Jam’’-ის ახალი სიმღერის მოსმენა მთვარისთვის მობილურის კამერის დამიზნებით შეგიძლიათ

,,Pearl Jam’’-მა სიმღერის ,,Dance of the Clairvoyants’’-ის გამოსვლის შემდეგ ახალი სიმღერის გამოსვლაც დაანონსა, თუმცა ის ჯერ ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის, რადგან გამოსვლამდე კონკრეტული ბარიერებია გადასალახი. ჯგუფის მრავალრიცხოვანი ფანების მოთხოვნით მათ ირიბი და ორიგინალური გზა მოიფიქრეს, რომ ახალი სიმღერის ჩანაწერი მსენლის ყურამდე მაინც მივიდეს.

,,Powser’’-ის კომპანიასთან თანამშრომლობის შემდეგ ჯგუფმა აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ტელეფონის კამერა მთვარეს უნდა დაუმიზნო, რაც ახალი სიმღერას ბლოკს მოხსნის და მისი მოსმენის საშუალებას მოგცემს. მობილური აპლიკაციის ნახვა ამ საიტზე შეგიძლიათ: https://moon.pearljam.com/

ჯგუფის ახალი ალბომის  ,,Gigaton’’ -ის გამოსვლის დღედ 27 მარტი არის დასახელებული.

,,ეს ემოციურად ბნელი და ხანდახან, დამაბნეველი, მაგრამ ასევე ამაღელვებელი და ექსპერიმენტული მუსიკალური მოგგზაურობა გამოდგა მუსიკალური თავისუფლებისაკენ’’ – თქვა ჯგუფის გიტარისტმა მაიკ მაკკრიდიმ.

,,Pearl Jam’’ ამერიკული როკ ჯგუფია. ის 1990 წელს ჩამოყალიბდა და უკვე დიდი ხანია შოუბიზნესში მოღვაწეობს.

კომენტარები

კომენტარი