კინო

,,Marvel’’- ის ახალ ვარსკვლავურ ფილმში ,,The Eternals” ჰომოსექსუალ წყვილს შეხვდვებით

გასულ წელს ,,შურისმაძიებლების’’ მრავალწლიანi ისტორიის დასასრული ვიხილეთ. როგორც ცნობილია, გმირების ისტორიები ცალ-ცალკე გაგრძელდება. სულ მალე ველოდებით ,,Doctor Strange’’-ის მეორე ნაწილს, ასევე მალე გამოვა ფილმი სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟზე ,,Black Widow’’. დადის ჭორებიც, რომ რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, ჰალკზეც ვიხილოთ ახალი ფილმი, ამასობაში კი სპადიერმენის მოგზაურობებს უნდა დავჯერდეთ.

თუმცა, მაყურებელი სუპერგმირების ერთად მოქმედებას მიეჩვია. სწორედ ამიტომ ,,Marvel’’-ი ახალ ვარსკვლავურ სერიას იწყებს სახელწოდებით ,,The Eternals’’. ამ ფილმში უამრავ ცნობილ მსახიობს ვიხილავთ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლის, სელმა ჰაიეკსა და კიტ ჰარინგტონს.

ცნობილი გახდა, რომ ,,Marvel’’-ის ახალ ფილმში ჰომოსექსუალი წყვილიც იქნება. ერთ-ერთ სუპერგმირს Phastos-ს ქმარი და შვილი ჰყავს.

ახლახანს დავამთავრე გადაღებები ,,Marvel’’-ის ახალ ფილმში, სადაც გაცხადებულად გეი გმირი გვყავს. მე დაქორწინებული ვარ ამ სუპერგმირზე, ჩვენ გეი ოჯახს წარმოვადგენთ. – თქვა ჰაზ სლიმანმა, რომელიც Phastos-ის ქმრის როლს თამაშობს. ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა კოცნაც მან განაცხადა:

ო, დიახ, რა თქმა უნდა და ეს მშვენიერია, ძალიან ამაღელვებელი კოცნა გამოვიდა. ყველას ცრემლები მოსდიოდა გადასაღებ მოედანზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების შექმნილი ოჯახის სიყვარული და მშვენიერება დავანახო მაყურებელს.

ფილმის გამოსვლის დღედ 202 წლის 6 ნოემბერს ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი