საშემსრულებლო ხელოვნება

m8riarchy-მ პირველი სოლო კომპოზიცია გამოუშვა

ელექტრონული მუსიკოსი ფსევდონიმით – m8riarchy (მატრიარქატი) უშვებს თავის პირველ სოლო კომპოზიციას სახელწოდებით „The Feeling“ (გრძნობა). შემოსავლები კომპოზიციიდან სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდებში, რომელთა მიზანია შავკანიანებისა და აბორიგენების დახმარება.

მუსიკოსი 2017 წლიდან ავსტრალიელი ხელოვანის – სიმონა კასტრიკამის კოლაბორატორია, წელს იგი გამოჩნდა მისი მომავალი ალბომის ‘Panic/Desire’ (პანიკა/სურვილი) ერთ-ერთი კომპოზიციის – „Supertouch“ (ზეშეხება) კლიპში.

ხელოვანს, რომლის ნამდვილი სახელი უცნობია, იგივე აკადემიური მიდგომა აქვს ელექტრონული მუსიკის მიმართ, რაც კასტრიკამს, მის მოძრაობები მომდინარეობს მეხსიერებისა და ემოციებისგან და დაინტერესებულია იმით, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ერთად და ვიგრძნოთ ერთად.

m8riarchy-მ გაიარა პროფესიული განვითარების კურსი 2019 წელს მელბურნის ელექტრონული ბგერის სტუდიაში, რის წყალობითაც მან მიიღო წვდომა ორგანიზაციის სინთეზატორების ფართო ასორტიმენტის მქონე და ისტორიულ კოლექციაზე.

მოუსმინეთ კომპოზიციას ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://m8riarchy.bandcamp.com/album/the-feeling

კომენტარები

კომენტარი