არტ მენეჯმენტი კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

KHIDI-ს 4 წელი საკლუბო სამყაროში

უკვე 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი KHIDI დაარსდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით კლუბის Facebook გვერდი აქვეყნებს საინტერესო ფოტოებს, რომლებიც განვლილი 4 წლის დასამახსოვრებელ მომენტებს ასახავს.

“დღეს KHIDI-ს 4 წლის იუბილეა. მადლობა თითოეულ ჩვენს არტისტსა და სტუმარს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ ადგილად გადაქცევისათვის. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი დაუღალავი შრომითა და თქვენი გულშემატკივრობით მოვახერხეთ მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მოვიაზრებით. ამ რეპუტაციას თქვენი უსაზღვრო მხარდაჭერის გარეშე ვერ მივაღწევდით.
სამწუხაროა, რომ ერთად ვერ აღვნიშნავთ დაბადების დღეს. COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური მცდელობა კვლავაც გვაშორებს ერთმანეთს. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის შევძლებთ ერთად ყოფნას. დასანანია, რომ COVID19-ის პანდემიამ, 21-ე საუკუნეში მძიმე შრომით მოპოვებული თავისუფალი საზღვრები და ადამიანებს შორის ხიდჩატეხილობის აღმოფხვრა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ისე როგორც არასდროს ბოლო ათწლეულების მანძილზე, ადამიანები ერთმანეთს დაგვაშორა.
ჩვენ, როგორც ტექნო სცენის წარმომადგენლებს გვახსოვს, რომ ცეკვა თავისთავად პროტესტის ხელოვნებაა. ცეკვით ჩვენ ვიწვევთ სოციალურ ცვლილებებს და ვამარცხებთ ყველა სახის დისკრიმინაციას, იქნება ეს განპირობებული რასის, ეროვნების, გენდერის, სექსუალობის, ასაკისა თუ სხვა მოტივით. მადლიერები ვართ იმ ხალხის, რომელთაც 1980-იან წლებში დეტროიტში წამოიწყეს და ბიძგი მისცეს ტექნო მოძრაობას.

KHIDI-ს დაბადების დღის აღსანიშნად გიზიარებთ კლუბის ისტორიას, ფოტოების სახით.

კლუბის და მისი თანამშრომლების დახმარების სურვილის შეთხვევაში, შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ „მხარდაჭერის ბილეთი“, რომლითაც KHIDI-ს ნებისმიერ საკლუბო ღამეზე შეძლებთ დასწრებას”, – ვკითხულობთ KHIDI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი