კინო

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაღალი ხარისხის სერიები შევქმნათ” – ,,HBO” ,,პარაზიტზე” ტელესერიალს გადაიღებს

,,ოსკარის’’ ისტორიაში საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ პირველ უცხოენოვან ფილმზე ტელესერიალს ,,HBO’’ გადაიღებს.

ჯერ უცნობია, ტელესერიალი ღარიბი და მდიდარი კორეული ოჯახების ურთიერთობის ისტორიას გაიმეროებს, თუ ის ფილმის გაგრძელება იქნება, როგორც ეს ,,Watchmen’’ -ის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, ცნობილია, რომ ,,პარაზიტის’’ რეჟისორი ბონგ ჯონ ჰო ამერიკელ რეჟისორთან და პროდიუსერთან ადამ მაკქეისთან ერთად იმუშავებს ფილმის ადაპაციაზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მსახიობების შერჩევა უკვე დაიწყო. ჯერ-ჯერობით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის კი ვოს მამის როლზე მარკ რუფალოს განიხილავენ. ,,არსებობს ორმხრივი ინტერესი მოლაპრაკების მაგიდასთან’’ – აცხადებს მსახიობი

მარკ რუფალო

ჯერ უცნობია, როდისთვის უნდა ველოდოთ ტელესერიალს. ,,ჩვენ ჯერ ადრეულ სტადიაზე ვართ. ჩვენ დავიწყეთ განხილვები ადამ მაკქეისთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაღალი ხარისხის სერიები შევქმნათ’’ – განაცხადა ბონგ ჯონ ჰომ CNN-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი