საშემსრულებლო ხელოვნება

Guns N’ Roses დონალდ ტრამპს დასცინის

თვის დასაწყისში დონალდ ტრამპი ეწვია პირბადეების ფაბრიკას, რა დროსაც ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ისმოდა ფაბრიკის დინამიკებში იყო Guns N’ Roses-ის „იცოცხლე და მიეცი ნება მოკვდეს“ – სხვა მომღერლის შესრულებით. ვიდეოს მომენტი ვირუსული გახდა სოციალურ მედიაში იმ ფაქტის გამო, რომ დონალდ ტრამპს და მის თანმხლებ პირებს არ ეკეთათ პირბადეები.

აღმოჩნდა, რომ 45-ე პრეზიდენტის დაცინვის მიზნით Guns N’ Roses გასაყიდად ამზადებს მაისურს წარწერით
„იცოცხლე და მიეცე ნება მოკვდეს კოვიდ 45-ით“. მაისური 10 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი და ის წინასწარი შეკვეთით ხელმისაწვდომია 25 დოლარად, შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.

ამ თვეში, ცოტა ხნის წინ Guns N’ Roses-ის ფრონტმენმა ექსლ როუზმა და ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს დაპირისპირებაში ტვიტერის მეშვეობით, რომლის მსგავსიც ალბათ ამ წელს აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი