ვიდეოები

Grand Tour-ის წამყვანებმა ბენტლის “კაპოტზე” ნაზუქები დააგემოვნეს

მოგეხსენებათ, გუშინ გამთენიისას საქართველოს ცნობილი გადაცემის Grand Tour-ის წამყვანები, ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამნდი და ჯეიმს მეი საქართველოს ეწვივნენ. თავდაპირველად ისინი ბათუმის აეროპორტში გამოჩნდნენ. მოგვიანებით, წამყვანები გორში ჩავიდნენ და გადამღებ ჯგუფთან ერთად გორში მდებარე სტალინის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

დღეს კი ჯერემი, რიჩარდი და ჯეიმსი სურამშიც აღმოჩნდნენ, სადაც ბენტლის “კაპოტზე” ნაზუქებიც დააგემოვნეს.

პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ იმყოფება ცნობილი ტელეწამყვანი სტალინის მუზეუმში, მან უპასუხა, რომ მისი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი დიქტატორების შესახებ სატელევიზიო მასალებს ამზადებს. „ორი თვის წინ ჩინეთში ვიყავი, მაო ძედუნის მუზეუმი გადავიღეთ, დიქტატორების თემაზე ვმუშაობთ, რადგან დიქტატორების თემა ყოველთვის აქტუალურია“, – აცხადებს წამყვანი.

Image may contain: 1 person, standing, sky, tree and outdoor

თავად ჯერემიც საკუთარ ინსტაგრამზე აქვეყნებს საქართველოში სტუმრობის ამსახველ ფოტოებს:

View this post on Instagram

Stalin was born here

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

View this post on Instagram

In the other Georgia, maybe

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

View this post on Instagram

Yes!!! It’s a rainy night in Georgia

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

კომენტარები

კომენტარი