კინო

Disney-მ, შესაძლოა, “ასასინის კრედოს” რიმეიქი გადაიღოს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Disney “ასასინის კრედოს” რიმეიქის გადაღებას გეგმავს, რომელიც კომპანია Ubisoft-ის ამავე სახელწოდების თამაშების სერიაზე იქნება დაფუძნებული. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი We Got This Covered ავრცელებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმატში აპირებს Disney ფილმის გადაღებას. თუმცა, ინსაიდერების ინფორმაციით, ეს იქნება სერიალი, რომელიც სტრიმ-სერვის Disney+ -ზე გამოვა.

“ასასინის კრედოს” ეკრანიზაცია, 2017 წელს, ჯასტინ კურზელის რეჟისორობით გამოვიდა. ის უშუალოდ თამაშების სერიაზე არ იყო დაფუძნებული და “Assassin’s Creed”-ის ერთ-ერთი ახალი პერსონაჟის, კალუმ ლინჩის ისტორიას გვიყვებოდა. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, სიკვდილით დასჯის განაჩენისგან თავის გადასარჩენად უცნაურ სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმდება და აქედან იწყება მისი თავგადასავალიც.

მიუხედავად თამაშის დიდი პოპულარობისა, ფილმი, შემოსავლების კუთხით, არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კურზელის პროექტმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი