შემოქმედებითი ინდუსტრიები

Creative Georgia ახალგაზრდებს ახალ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

Creative Georgia  (შემოქმედებითი საქართველო) სტუდენტებს ახალ ურბანულ პროექტში იწვევს.  პროგრამა, სახელწოდებით  “RE-კონცეფცია – Urban lab“ ,  ქვეყნის მასშტაბით არსებული მოძველებული სივრცეების გადახალისებას, კონცეფციის განახლებასა და თანამედროვე შემოქმედებით ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განახლებული ხედვის შემუშავება მოუწვეთ. ამას ისინი პროფესონალი მენტორების დახმარებით შეეცდებიან.

Creative Georgia-ს წარმომადგენლები  მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რათა მათ  საკუთარი ქვეყნის განვითარებაში  შეიტანონ წვლილი  და პროფესიულად მეტად განვითარდნენ.

3 დღიანი სემინარები 8 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე ბათუმში გაიმართება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ორგანიზატორები აპლიკანტებს მთელი საქართველოდან ელოდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი