კულტურა

BBC: ყველის სამშობლო შესაძლოა საქართველო იყოს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ყველის წარმოშობა საქართველოს უკავშირდება.

სტატიის ავტორი, ტეილორ ვეიდმენი “ყველის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც მცხეთის ადგილობრივ მუზეუმს გააჩნია არქეოლოგიური მტკიცებულებები იმისა, რომ ათასობით წლის წინ ქართველები იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ყველა დაამზადეს.

“საბჭოთა კავშირის დროს, 1921-1991 წლებში, საბჭოთა ერების დასახმარებლად მთავრობამ ყველის დიდი რაოდენობით წარმოება დაგეგმა. გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო სწრაფი წარმოება, ძირითადად, ოთხი სახის ყველი იწარმოებოდა: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, მათ ნელ-ნელა დაკარგეს პოპულარობა და გაქრნენ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძემაც, სწორედაც რომ, ყველის ეს ოთხი სახეობა იცოდა, სანამ ძველი ვარიანტების შესახებ არ შეიტყო. საბოლოო ჯამში, მკველვარმა საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი სახეობის ყველი აღმოაჩინა” – აღნიშნულია სტატიაში.

გარდა ზემოთქმულისა, სტატიაში, აგრეთვე, საუბარია ყველის დამზადებისა და შენახვის წესებზე.

კომენტარები

კომენტარი