საშემსრულებლო ხელოვნება

Adele-ის ფიზიკური და პიროვნული ტრანსფორმაცია

Adele და მისი ყოფილი მეუღლე წელიწადზე მეტია დაშორდნენ, თუმცა ცხოვრობენ ქუჩის სხვადასხვა მხარეს, რათა მათი ვაჟის – 7 წლის ანჯელოსთვის ადვილი იყოს მათთან ცხოვრება. „ისინი ანჯელოსთვის აკეთებენ საუკეთესოს, რაც შეუძლიათ“, ამბობს ერთ-ერთი წყარო, „მათი ვაჟი მათი სამყაროა“.

5 მაისს მომღერალი 32 წლის გახდა და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც იგი უფრო გამხდარია, რამაც ზოგიერთი, მათ შორის ცნობილი თაყვანისმცემლის გაშმაგება გამოიწვია, თუმცა უარყოფითი კომენტარები მომღერალს არ ადარდებს. წყაროების ცნობით, ვარსკვლავმა შარშანდელის შემდეგ განიცადა არამხოლოდ ფიზიკური ტრანსფორმაცია: „მას შემდეგ, რაც დედა გახდა, მან ყველაფერი გააკეთა, რათა პიროვნულად უკეთესი გამხდარიყო“.

მისი მეგობრების თქმით: „წარსულში, სამუშაოს და დედობის დაბალანსებით გამოწვეული სტრესი ინტენსიური იყო. მას სურდა ეპოვა გზა, რათა უკეთ დაებალანსებინა ყველაფერი“. შარშან მან გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების წესი აერჩია, შეწყვიტა ნიკოტინის და ალკოჰოლის მიღება, ჩადგა დიეტის და ვარჯიშის რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი