კულტურა

ბიორკი: ”საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა”

ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ისლანდიელი მომღერლის ბიორკის რიგით მეორე კონცერტი გაიმართა. პირველად მაყურებლის წინაშე მუსიკოსი 31 ოქტომბერს ფილარმონიაში წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ბიორკი მსმენელს ქართულად მიესალმა და კონცერტის დასასრულს აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.

„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე თქვენ მოგეცით მთელი გული და სითბო“ – განაცხადა ბიორკმა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი თბილისს 28 ოქტომბერს ეწვია. მან ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ქართულ კულტურას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი