ლიტერატურა

ქალი ლიტერატურაში – ჯეინ ოსტინი

მაშინ, როდესაც ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ნაწილისათვის ქალებს ჯერ ისევ უწევთ საკუთარი უფლებებისა და უნარების დამტკიცება, მე-18 საუკუნეში ლიტერატურულ სამყაროში გამოჩენილ ჯეინ ოსტინზე, როგორც ნიჭიერ მწერალზე, მსოფლიო ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ალაპარაკდა.
დღეს ჯეინ ოსტინი იმ მწერალთა მცირე სიის წარმომადგენელია, რომელის წიგნებიც კლასიკადაა მიჩნეული, თუმცა მაინც უამრავი მკითხველი ჰყავს. გამოკითხვებმა კი აჩვენა, რომ შეხედულება იმის შესახებ, თითქოს, ოსტინის წიგნებს მხოლოდ ქალები კითხულობენ, მცდარია. მართალია ოსტინისეულ სასიყვარულო ამბებს მკითხველი ქალები და კაცები ისევე განსხვავებულად იგებენ რეალურ ცხოვრებაში, როგორც მაგალითად ანა ტოდის „After”-ის პერსონაჟები ტესა და ჰარდინი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჯეინ ოსტინი, შეიძლება ითქვას, თანაბრად პოპულარულია ორივე სქესის მკითხველში.
მიუხედავად იმისა, რომ ოსტინის ნაწერები ავტობიოგრაფიული არ იყო, მის რომანებში მაინც ჩანდა მწერლის ცხოვრების დეტალები.
ვირჯინია ვულფი ოსტინზე წერდა: „ დაახლოებით 1800 წელს იყო ქალი, რომელიც წერდა სიძულვილის, სიმწრის, შიშია და პროტესტის გარეშე. ზუსტად ისე, როგორც შექსპირი წერდა და როდესაც ხალხი შექსპირსა და ოსტინს ადარებენ ერთმანეთს, ალბათ, გულისხმობენ იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც ორივეს გონება აწყდებოდა.

“საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოსტინი არასდროს შეუღლებულა, საკუთარ 27-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ერთი ღამით ყოფილა დანიშნული.
ოსტინი საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა წერას. ლექსებისა და ჩანახატების წერა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაუწყია. ადრეულ ასაკში ასევე წერდა იმ დროისათვის პოპულარული რომანების პაროდიებს. 23 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა „Pride and Prejudice”-ის, “Sense and Sensebility”-ის და „Northanger Abbey”-ის შავი ვერსიები დაწერილი.
ოსტინი 6 რომანის ავტორია, აქედან 4 მის სიცოცხლეშივე დაიბეჭდა, ორი კი გარდაცვალების, 1817 წლის შემდეგ.

Author Ketevan Bagashvili

კომენტარები

კომენტარი