კულტურა

„ბოდიშს ვუხდი მას…“ – ლევან წულაძე გივი ბერიკაშვილზე

რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

როგორც წულაძე აცხადებს, გივი ბერიკაშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე შეხვდა. რეჟისორის განცხადებით, გივი ბერიკაშვილს ამ სპექტაკლში როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა იმ დროისთვის ეს ვერ მოხერხდა, რისთვისაც წულაძე გარდაცვლილ მსახიობს ბოდიშს უხდის.

„წარმოუდგენელ ამბავს ვაკეთებ ახლა, როდესაც წარსულში ვლაპარაკობ ბატონ გივიზე, გივი ბიძიაზე… სულ რამდენიმე დღის წინ იყო ჩვეთან… მოგვილოცა პრემიერა და არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო, არაჩვეულებრივ ხასიათზე დაგვაყენა ჩვენ… მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეპიზოდი უნდა ეთამაშა    ერთ სპექტაკლში და ამოგვივარდა და ბოდიშს ვუხდიდი. და კარგი კაცო, რას ლაპარაკობ… აგერ არ ვარო?! შემდეგ სპექტაკლშიო.. ისე მოხდა, რომ ეს შემდეგი სპექტაკლი ვეღარ დადგა… ბოდიშს ვუხდი მას…“- განაცხადა ლევან წულაძემ.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

კომენტარები

კომენტარი