კულტურა სტილი, დიზაინი

გალერია თბილისი 30 ნოემბერს იხსნება

სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი 2017 წლის 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე  ბრენდის მაღაზია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. კინოთეატრი, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ობიექტი, გუდვილი და სხვა. შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი.

 

“როგორც უკვე ცნობილია, გალერია თბილისში გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში. H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება. „ნოემბერში მომხმარებლებს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, H&M-ის და გალერია თბილისის გრანდიოზული გახსნის ღონისძიებები ელოდება“, – განაცხადა გალერია თბილისის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი