კულტურა

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, მსახიობის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.19/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც მსახიობს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი