სტილი, დიზაინი

რა გახდა 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი?

სამოდელო სფეროში მორიგი სკანდალი აგორდა. გარდაიცვალა 14 წლის რუსი მოდელი ვლადა ძიუბა.

საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, მოდელი 13 საათიანი ჩვენებისგან გამოწვეული გადაღლილობისგან გამწვავებული მენინგიტით გარდაიცვალა. მეორენი ამბობენ, რომ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი ჩვენებას არ უკავშირდება.

პერმში გამოძიება გოგონას დედამ, სააგენტომ და კრემლის წარმომადგენლობამ დაიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამსაქმებელმა კატეგორიულად უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ვლადას 8 საათიანი მუშაობა მოუწია და თანაც ტრაგედია მოდის ჩვენებიდან 6 დღის შემდეგ დატრიალდა.

რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელი შანხაიში ანდრეი კულიკოვი აცხადებს, რომ ვლადა ნერვული სისტემის გაღიზიანებით და სეფსისის ინფექციური დაზიანების ფონზე გამოწვეული უკმარისობით დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი