არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

უფასო ელექტრონული წიგნები თბილისის 20 ქუჩაზე და 6 პარკში ხელმისაწვდომია

პროექტის – “ქალაქი ბიბლიოთეკა” ფარგლებში, თბილისის 20 ქუჩაზე და 6 პარკში “საბას” უფასო ელექტრონული წიგნები უკვე ხელმისაწვდომია.

ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ქუჩებზე, რომლებსაც მალე 30 ქუჩა დაემატება.

შესაძლებელია იმ მწერლის ლიტერატურის ჩამოტვირთვა, რომლის სახელობისაცაა ქუჩა.

ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ასევე დედაენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და ჯანო კახიძის პარკში.

ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს.

ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. QR-კოდთან მიახლოებით ელექტრონული წიგნი სმარტფონში გადმოინაცვლებს. წაკითხვა აპლიკაცია SABA READER-ითაა შესაძლებელი.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს “საბა” თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი