არქიტექტურა, არქეოლოგია

ნაქალაქარ ხორანთას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნაქალაქარ ხორანთას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ხორანთა ელდარის ველზე, სამუხის ქედის დასავლეთ ძირში მდებარეობს. ხორანთის, იგივე ქალაქ ჰერეთის დაარსებას საისტორიო წყაროები ჰეროსს მიაწერენ. იგი ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი იყო, რომელმაც არსებობა, ლეონტი მროველის მიხედვით, VIII საუკუნეში არაბთა შემოსევების დროს, ხოლო, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობის თანახმად, 1265 წელს, ბექა ყაენის ლაშქრობის შედეგად შეწყვიტა.

ნაქალაქარს მეცნიერებმა 1965 წელს მიაკვლიეს. ქალაქი 10 ჰექტარზეა გაშენებული. ის რამდენიმე უბნის გაერთიანებაა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი