ლიტერატურა

ბიბლიისა და ყურანის შემდეგ ყველაზე ხშირად “პატარა უფლისწული” ითარგმნა

ბიბლიისა და ყურანის შემდეგ ყველაზე ხშირად ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნოველა “პატარა უფლისწული” ითარგმნა. პორტალ France Info-ს ცნობით, ნამუშევარი 300 ენაზეა გადათარგმნილი.

პორტალის ინფორმაციით, ახალი ენა რომელზეც უფლისწული „ალაპარაკდა“, არაბული დიალექტი ჰასანიაა, რომელზეც ალჟირის, მავრიტანიის, სამხრეთ მაროკოსა და დასავლეთ საჰარას მოსახლეობა ლაპარაკობს.

„ეს ენა მსოფლიოსთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეგზიუპერისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ მაროკოს სამხრეთში იპოვა ავტორმა შთაგონების წყარო“,- აღნიშნავს გამოცემა.

 

კომენტარები

კომენტარი