არტ მენეჯმენტი

ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრები დღეს გაიყიდება

დღეს, 26 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა. დაგეგმილისამებრ, დღეს დაიხურება ხელოვანის გამოფენა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში არტ გალერეა ვაკეში მიმდინარეობდა. ღონისძიება მსახიობის გარდაცვალებამდე დაიგეგმა და ორგანიზატორებმა მისი ჩატარება მომხდარის მიუხედავად გადაწყვიტეს.

18:00 საათზე, აუქციონის სახით, ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრები გაიყიდება. ასევე, დაგეგმილია ლიკას პორტრეტების გაყიდვაც, რომლებიც თანამედროვე მხატვრებმა საგანგებოდ შექმნეს.

აუქციონზე შესვლა ფასიანი იქნება და 5 ლარი ეღირება.

 

კომენტარები

კომენტარი