არტ მენეჯმენტი

“Check in Georgia”-ს ბიუჯეტი მცირდება

პროექტ “Check in Georgia”-ს ბიუჯეტი მცირდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.  გიორგი გახარია ჯერჯერობით არ აზუსტებს თანხის მოცულობას, რაც პროექტს მოაკლდება.  მინისტრის თქმით, საბიუჯეტო სახსრების კორექტირების  მიუხედავად, ღინისძიებების რაოდენობა არ იკლებს:

“Check in Georgia”-ს ბიუჯეტი   იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან იყო და დიდი ალბათობით შემცირდება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ღონისძებები შევამცირეთ, არამედ იმიტომ, რომ გავთვლით ღონისძიებებს კიდევ უფრო ეფექტიანად. “აეროსმიტის” კონცერტის შემდეგ, დაგეგმილია დღეების მიხედვით, კონცერტების რაოდენობა რომელიც იქნება ფაქტობრივად სატენდერო. არ იქნება სახელმწიფოს ასპროცენტიანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღნისძებების მოწყობაში. “აეროსმიტის” შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მოანწილეობა იყო,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისათვის: „Check in Georgia” საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან  დაიწყო. პროექტი კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. პროექტის ინიციატორების განცხადებით, „Check in Georgia”-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ასევე,  სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში  მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

კომენტარები

კომენტარი