სტილი, დიზაინი

თბილისის მოდის კვირეული 27-30 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

თბილისის მოდის კვირეული 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე დიზაინერ ლაჯა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება და 30 ოქტომბერს გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდება ლეღვთახევში, რომელსაც ტრადიციულად SOLO წარმოადგენს.

4 დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები.

კომენტარები

კომენტარი