საშემსრულებლო ხელოვნება

საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისში ჩატარდება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

საქართველო  საბავშვო ევროვიზიის რიგით 15-ე  კონკურსს უმასპინძლებს.

2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის  ჩატარების დეტალების დასაზუსტებლად   საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ   საბავშვო ევროვიზიის კონკურსის  საკოორდინაციო ჯგუფის წევრები.  დელეგაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.
გასულ  წელს  საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის  გამარჯვებულ  ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.

საბავშვო ევროვიზიის რიგით 14-ე  კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც   239 ქულა  მოიპოვა. ამის შემდეგ   საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან   შეთავაზება მიიღო –  2017 წლის საბავშვო ევროვიზიის  საქართველოში ჩატარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი