არტ მენეჯმენტი

“ჯაზ-ფესტივალს აკეთებდა, მეტი რა დამსახურება აქვს?“ – ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს აკრიტიკებს

თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქეთი დოლიძეს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის საქმიანობა არ მოსწონს და მიაჩნია, რომ კულტურის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს.

ქეთი დოლიძის უკმაყოფილებას ძირითადად, კულტურის სამინისტროს პრიორიტეტული პროექტები იწვევს.

„მშვენივრად აკეთებდა თავის ჯაზ-ფესტივალს, გამოირჩეოდნენ იმით, რომ ჭკვიანურად იქცეოდნენ ყველა მთავრობასთან, ამიტომ ყველა მთავრობა მათ ყოველთვის ეხმარებოდა. მაგალითად, წინა მთავრობაში ქალბატონ სანდრა რულოვსს ჰქონდა აღებული ფესტივალის პატრონაჟი. ისინი აკეთებენ შესანიშნავ ფესტივალს, კარგად აკეთებენ ამას და იციან ეს. მე მგონია, რომ ეს იყო მათი საქმე. როდესაც კულტურის მინისტრზეა ლაპარაკი და სამინისტროს მესვეურებზე, მე ვისურვებდი, რომ კულტურის მინისტრად მყავდეს ადამიანი, რომელსაც რაღაც საქციელები აქვს ჩადენილი თავის ცხოვრებაში; რომელსაც ხმა აქვს ამოღებული რაღაცა უმსგავსობაზე. ჯაზ-ფესტივალს აკეთებდა, მეტი რა დამსახურება აქვს, რომ უდიდესი ქვეყნის კულტურის მინისტრი იყოს?! მე პირადად – არ დავნიშნავდი. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მენეჯმენტი იცის, მენეჯმენტი ყველამ იცის თუ ბევრი ფული გაქვს“,- განაცხადა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი