არტ მენეჯმენტი

“ქეთი დოლიძის მაგივრად მრცხვენია” – კულტურის მინისტრის განცხადება

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის პრეტენზიებს პასუხობს.

ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მის ფესტივალს სახელწოდებით ,,საჩუქარი” ბიუჯეტი გაუნახევრა.

მიხეილ გიორგაძემ ქეთი დოლიძის განცხადებას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ ამის დასადასტურებლად პირდაპირ ეთერში დოკუმენტებით მივიდა.

„ქალბატონი ქეთი დოლიძის მაგივრად მრცხვენია, რომ მე მას გავუნახევრე ბიუჯეტი. ბრძანებებით ეთერში არასდროს მივსულვარ, მაგრამ იძულებული ვარ ეს გავაკეთო. ეს არის ჩემი ბრძანება შარშანდელი, რომელიც ამბობს, რომ ფესტივალს გამოეყო 479 000 ლარი, ხოლო წელს 450 000 ლარი გამოვუყავით”, – განაცხადა მიხეილ გიორგძემ.

კომენტარები

კომენტარი