სტილი, დიზაინი

ქართული მოდის საღამო დოჰაში გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , კატარში, ქ. დოჰაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართველ-ბრიტანელი დიზაინერის, რუსუდან ჰენკოკის ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. ქართველი დიზაინერის ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კოლექციის პრეზენტაცია ექსკლუზიურად ქალბატონებისთვის მოეწყო.

საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით, რუსუდან ჰენკოკის ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა სასაჩუქრე ჩანთები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა.

ღონისძიების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის და ჟურნალისტებისთვის გაიმართა ქართული სამზარეულოს ცოცხალი შოუ თბილისიდან მოწვეული ქართველი მზარეულის მიერ.

საღამო ადგილობრივ მედიაში ფართოდ გაშუქდა. ასევე, კატარის მოდის და დიზაინის წამყვანი გამოფენის Heya Arabian Fashin Exhibition-ის ორგანიზატორებმა გამოხატეს დაინტერესება ქართული მოდის მიმართ და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.

გამოფენა საქართველოს საელჩოს, კატარის ავიახაზებისა და სასტუმრო შანგრი-ლასთან თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი