არტ მენეჯმენტი კულტურა

ამერიკა და ისრაელი UNESCO-ს დატოვებენ

ამერიკა და ისრაელი UNESCO-ს დატოვებენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიზეზად იუნესკოს ისრაელთან უთანხმოება, მზარდი დავალიანება და ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება დაასახელა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლახან გამოთქვა სურვილი, რომ დატოვოს გაეროს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო (UNESCO) ორგანიზაცია და გახდეს მუდმივი დამკვირვებელი წევრობის ნაცვლად.

„გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და ის ეყრდნობა იუნესკოსთან მიმართებაში არსებულ მზარდ ვალს, იუნესკოს ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას და ისრაელის საწინააღმდეგო ორაზროვან პოლიტიკას“ – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნიკი ჰელეიმ, ამერიკის ელჩიმა გაეროში, დასძინა, რომ იუნესკოს „უკიდურესი პოლიტიზაცია“ გახდა „ქრონიკულად გამაღიზიანებელი“.

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუმ გააჟღერა ამერიკის ეს გადაწყვეტილება ტვიტერზე, სადაც დაწერა: „მივესალმები ტრამპის გადაწყვეტილებას იუნესკოდან გამოსვლაზე… უკვე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს , რომ მოემზადოს ისრაელის გამოსასვლელად იუნესკოდან, ამერიკასთან ერთად“.

აშშ იმედოვნებს, რომ არაწევრი დამკვირვებლის სტატუსით დარჩება იუნესკოში, რომ გააჟღეროს ამერიკის ინიციატივები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მედიის თავისუფლება და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვა.

გადაწყვეტილება სრულად 2018 წლის ბოლოს აისახება.

კომენტარები

კომენტარი