სტილი, დიზაინი

ჰოლანდიელი ტურისტი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისთვის ემზადება

ცნობილი ჰოლანდიელი ტურისტი ჯასპერ ბლექი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისთვის ემზადება. იგი უკვე თბილისშია და შოუს დაწყებამდე აქტიურ სამზადისშია. ჯასპერი საზოგადოებამ მარტის დასაწყისში, სპეციალური ვიდეორგოლიდან გაიცნო.

როგორც აღმოჩნდა, ჯასპერ ბლექი მეექვსე მემილიონე ტურისტი იყო და მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ჩამოფრენის შემდეგ ჯასპერ ბლექი სპეციალური ესკორტით საზეიმო ღონისძიებაზე მიაცილეს, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა.

საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ჯასპერ ბლექმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:

„ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება. ხომ ასეა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს მე გადამხდა. მუდამ მადლობელი ვიქნები გასაოცარი ქვეყნის – საქართველოსი, მისი შესანიშნავი, თბილი ადამიანების; მისი ულამაზესი ბუნების და არაჩვეულებრივი საჭმლის. მიყვარხარ, საქართველო!“,- დაწერა ჰოლანდიელმა ტურისტმა.

ექსტრაორდინალური ტურისტული მოგზაურობის შემდეგ ჯასპერი თბილისში კიდევ ერთხელ დაბრუნდა და ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იქნება წარმოდგენილი. გადაცემა უახლოეს პერიოდში გავა ეთერში.

კომენტარები

კომენტარი