არქიტექტურა, არქეოლოგია

გასაოცარი საბჭოთა არქიტექტურა საქართველოში

იტალიელმა ფოტოგრაფებმა, რობერტო კონტემ და სტეფანო პერეგომ საქართველოში არსებულ საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშებთან დაკავშირებით სპეციალური პროექტი მოამზადეს, რომლის ფარგლებში გასულ საუკუნეში, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების ფოტოებს მოუყარეს თავი. სპეციალურად ამ პროექტისთვის, რომელიც 2015-2016 წლებში მომზადდა, ფოტოგრაფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურეს და საბჭოთა მემკვიდრეობა ფოტოებში ასახეს.
სხვადასხვა პატრიოტული მონუმენტის, ისტორიული ნაგებობის, მუზეუმის, ბიბლიოთეკის და ამჟამინდელი ბანკის შენობების ფოტოების საშუალებით ამ ორმა ხელოვანმა მშვენიერი კონტრასტი შემოგვთავაზა წარსულსა და აწმყოს შორის.

დაათვალიერეთ ალბომი:

თბილისი. საცხოვრებელი შენობა. არქიტექტორები: ოთარ კალანდარიშვილი და გ. ფოცხვრიშვილი. (1976) © რობერტო კონტე
თბილისი. ტექნიკური ბიბლიოთეკა. არქიტექტორი: გ.ბიჭიაშვილი, (1985) © რობერთო კონტე
თბილისი. არქეოლოგიის მუზეუმი. (1988) © სტეფანო პერეგო
ჟინვალი. არაგველების მონუმენტი. © რობერტო პერეგო
თბილისი, რიტუალების სასახლე. (1984-1985) © რობერტო კონტე
თბილისი. ყოფილი ტექნიკურ-ინდუსტრიული კოლეჯი (1976) © რობერტო კონტე
გუდაური. რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მონუმენტი (1983). © სტეფანო პერეგო
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა არქიტექტორები: გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღონია. ინჟინერი: თემურ ცხილავა. (1975) დღეს საქართველოს ბანკის სათაო ოფისი. თბილისი. © რობერტო კონტე
ზესტაფონი. ხელოვნების სკოლა. © რობერტო კონტე
ჭიათურა. სამამულო ომის მემორიალი და საცხოვრებელი შენობები. © რობერტო პერეგო
მარნეული. “კიდევაც დაიზრდებიან”. მერაბ ბერძენიშვილის სკულპტურა (1975). © სტეფანო პერეგო
navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი