კულტურა

ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ. ამავე დღეს, 12:00 საათზე მსახიობს ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.

პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის N62-ში, დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად დაკრძალავენ მსახიობს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ საღამოს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი