ვიზუალური ხელოვნება

ნახევრად რეალური სამყარო – სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტოგრაფიაში

ნება მომეცით, გაგაცნოთ უნიჭიერესი ესპანელი ფოტოგრაფი ხოსე მარია როდრიგეს მადოზი, იგივე ჩემმა მადოზია. დარწმუნებული ვარ,მისი ნამუშევრები აუცილებლად დაგაინტერესებთ.

თანამედროვე ფოტოგრაფმა თავისი ხანგრძლივი მეცნიერული და პრაქტიკული მოღვაწეობისათვის მოიპოვა ნაციონალური ჯილდო. ფრანგული და ესპანური სიურრეალიზმით დაინტერესებულმა სულ მალე გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ეს ტრადიცია ფოტოგრაფიაში. მან აღმოაჩინა ფოტოში აღბეჭდილ ნივთებს შორის შეუსაბამობის პრინციპი, მაგრამ, ამავდროულად, მისი მთავარი გამოგონების ორიგინალურობა ისაა, რომ მას შეუძლია ამ ნივთებს შორის მხატვრული შესაბამისობის დამყარება – დაპირისპირებულთა ჰარმონიზება.

ჩემმას ფოტოგრააგრაფიით შეგვიძლია ნივთებში ის თვისებები აღმოვაჩინოთ, რაც მანამდე არ შეგვიმჩნევია. ნებისმიერმა საგანმა, რომელიც ფოტოგრაფის ხელში მოხვდება, მოულოდნელად შეიძლება შეიძინოს სულ სხვა დატვირთვა მისი განსხვავებული რაკურსით წარმოჩენის შედეგად.

მისი წარმატების საიდულო, ერთი შეხედვით, მარტივია: ჩვეულებრივი ნივთები აქამდე უცნობი კომბინაციით, ილუზიისა და წარმოსახვის ახალ განზომილებას წარმოგვიდგენენ. აქ ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეში. თავად ჩემას საუბარი უყვარს პარადოქსის რეალობასა და სტერეოტიპულ აზროვნებაზე.

“გაათავისუფლეთ გონება, ფართოდ გაახილეთ თვალები და თქვენ აუცილებალდ შეძლებთ შეუძლებელის დანახვას” – ამბობს სიურეალისტი ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრები კი მართლაც ამ ლოზუნგის დადასტურებაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი