ვიზუალური ხელოვნება

აშშ–მა 95 მოპარული ნახატი ბანკირს ჩამოართვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარის ღირებულების 95 ნახატი დააბრუნა ბრაზილიაში, რომელებიც ერთ დროს ბრაზილიელ ბანკირს, ედმარ კირ ფერირას ეკუთვნოდა.

ედმარი სანტოსის ბანკის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი იყო. ახლა მას 21 წელი მიუსაჯეს, ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულების გამო, რომლებიც ეროვნულ ფინანსურ სისტემას ეხებოდა.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კოლექცია ბრაზილიიდან არალეგალურად 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის მარტამდე გამოჰქონდათ. ნამუშევრები შტატებში გემით შეჰქონდათ, ყალბი დოკუმენტაციით, მცდარი ღირებულებებითა და გამოგონილი ადგილმდებარეობებით შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან ჰოლანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

კომენტარები

კომენტარი