კულტურა

ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კინომსახიობი ცნობილი თენგიზ აბულაძის ფილმში ”ნატვრის ხე” მარიტას გენიალური სახის შექმნით გახდა. მას ეკუთვნის კინოში გასახიერებული ოცდაათამდე როლი, მათ შორის –  „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და…“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975),  „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ.

 

 

კომენტარები

კომენტარი