არქიტექტურა, არქეოლოგია

კოლხური კულტურის შესწავლის მიზნით საქართველოში პოლონური არქეოლოგიური მისია იმუშავებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში კოლხური კულტურის შესწავლის მიზნით საქართველოში პოლონური არქეოლოგიური მისია იმუშავებს. მისია 2018 წელს ქუთაისში დაიწყება და მუდმივმოქმედი იქნება.

ექპედიციაში მონაწილეობას სტუდენტები ორივე ქვეყნიდან მიიღებენ. პოლონური მხრიდან ექსპედიციის ხელმძღვანელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარაშევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველი, დოქტორი როლანდ ისაკაძე.

კვლევების უმთავრესი მიზანი ქართული კულტურის ევროპულ კულტურულ ლანდშაფტში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი