კულტურა

მარჯანიშვილის თეატრი იტალიაში მიემგზავრება

21 და 22 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრის დასი იტალიაში მიემგზავრება. თეატრი ქალაქ მოდენაში სპექტაკლებს გამართავს.  წარმოდგენები იტალიაში VIE FESTIVAL 2017 -ის ფარგლებში ჩატარდება.

ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე ლევან წულაძის სპექტაკლით “BEGALUT – უცხოობაში” წარსდგება.

სპექტაკლი, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება, ტექსტის გარეშე მიმდინარეობს. მუსიკალური გაფორმება ვახტანგ კახიძეს ეკუთვნის.

”უცხოობაში” გურანდა გაბუნია, ბესო ბარათაშვილი, ბაია დვალიშვილი, ეკა ნიჟარაძე და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.

მარჯანიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი facebook -ზე იტალიაში მცხოვრებ ქართველებისთვის წერს ”იტალიაში ვინც ცხოვრობს, ან ვინც მაგ დროს იქაა, არ გამოტოვოთ.”

კომენტარები

კომენტარი