ვიზუალური ხელოვნება

სხვა მხრიდან დანახული თბილისობა – გიორგი დუნდუას ფოტორეპორტაჟი

გასულ შაბათ-კვირას საქართველოს დედაქალაქმა ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულს, “თბილისობა 2017”-ს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, თბილისი საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანები… თუმცა ეს ყველაფერი მათთვისაა, ვისაც თბილისობის აღსანიშნავად სპეციალური პროგრამა და აფიშა სჭირდება. დღესასწაულს ისეთი სტუმრებიც მრავლად ჰყავდნენ, ვინც ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაშლილ სუფრებთან სტუმრის როლში ნაკლებად გრძნობდნენ თავს. დედაქალაქი წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, კვამლის უსასრულო ნისლში მოექცა. “თბილისობა 2017”-ის სწორედ სწორედ ასეთი, განსხვავებული მხარე ასახა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა გიორგი დუნდუამ საკუთარ ფოტოებში. როგორც თავად ფოტორეპორტაჟის ავტორი ამბობს,  მას სურდა ეჩვენებინა ის საერთო სურათი, რაც ბოლო პერიოდში თბილისობისთვის დამახასიათებელი გახდა – თუ როგორ დაკარგა სახალხო დღესასწაულმა კულტურა და ღირებულებები.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი