ვიზუალური ხელოვნება

ჩე გევარას ყველაზე ცნობილი ფოტოს ისტორია

ჩე გევარა არგენტინაში დაბადებული მემარცხენე და კუბის რევოლუციის ლიდერი იყო. მოგვიანებით ჩე კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა და მან ქვეყნის სავაჭრო ინტერესები ამერიკიდან საბჭოთა კავშირისკენ გადაიტანა. სამი წლის შემდეგ იგი ინდუსტრიის მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1965 წელს ჩემ დატოვა დაკავებული თანამდებობა, რათა კუბას რევოლუციის იდეები და დეტალები სხვა ქვეყნებში გაეტანა. 1966 წელს ჩე გევარამ სცადა ბოლივიელი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ 9 ოქტომბერს იგი სამხედრო პირებმა სიკვდილით დასაჯეს ლა ჰიგერაში.

ალბათ ყველას გინახავთ ჩე გევარას ფოტო, სადაც იგი სიგარას ეწევა. ფოტოგრაფი რენე ბური ჰყვება, თუ რა ხდებოდა ფოტოსესიის დროს:

„მე ჩავედი ჟურნალ “Look”-ის ამერიკელ რეპორტიორთან, ლაურა ბერქუისტთან ერთად, რომელიც ჩე გევარამ დაპატიჟა, როდესაც ისინი 1962 წლის ბოლოს, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს. ოთახში შესვლისას შევამჩნიე, რომ ფარდები ჩამოფარებული იყო, ხოლო, როდესაც ფოტოს გადაღებისთვის მეტი შუქი დამჭირდა, ვკითხე ჩეს, შეიძლებოდა, თუ არა ფარდების გადაწევა, მაგრამ ამაზე უარი მივიღე, რადგან ის იმდენად იყო კონცენტრირებული საქმეზე, რომ არ უნდოდა გაეგო ან დაენახა, თუ რა ხდებოდა გარეთ.“

CUBA. 1963. Havana. Ministry of Industry. Ernesto GUEVARA (Che), Argentinian politician, Minister of industry (1961-1965) taking notes, during an exclusive interview in his office.
Havana. Ministry of Industry. 1963. Portrait of Ernesto GUEVARA (Che), Argentinian politician (1928-1967). Doctor, Minister of Industry (1961-1965). Afterwards, he developped revolutionary elements in Latin America, and participated in a Bolivian guerilla warfare during which he was captured and killed in October 1967.
Havana. Ministry of Industry. 1963. Ernesto GUEVARA (Che), Argentinian politician, Minister of industry (1961-1965) during an exclusive interview in his office.
Havana. Ministry of Industry. 1963. Portrait of Ernesto GUEVARA (Che), Argentinian politician (1928-1967). Doctor, Minister of Industry (1961-1965). Afterwards, he developped revolutionary elements in Latin America, and participated in a Bolivian guerilla warfare during which he was captured and killed in October 1967.
navigate_before
navigate_next

„ინტერვიუ მყისიერად დაიწყო და ამ მომენტიდან არც ერთმა და არც მეორემ აღარ მომაქცია ყურადღება. საუბარი ზოგჯერ გამაღიზიანებეილი იყო, რადგან ჩე ხანდახან გულმოდგინედ, შარმით ლაპარაკობდა, ინიშნავდა დეტალებს, მაგრამ ზოგჯერ ფურცლებს ისროდა, ადგებოდა და გაივლიდა ხოლმე. ის მომენტი ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მან სიგარა აიღო და მოუკიდა. ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ შემომთავაზებდა, მაგრამ ჩე ისეთი ჩართული იყო საუბარში, რომ მას არც კი შემოუხედავს. ეს ინტერვიუ ძალიან კარგი იყო სამუშაოდ, რადგან ისინი უბრალოდ მაიგნორებდნენ. მე დავდიოდი ოთახში, ვუვლიდი მათ წრეებს, ვუღებდი სურათებს და თქვენ ერთ ფოტოსაც ვერ ნახავთ სადაც ის კამერაში იყურება.“

CUBA. 1963. Havana. Ministry of IOndustry. 1963. Portrait of Ernesto Che Guevera (Che) Argentinian politician (1928-1967) Doctor, Minister of Industry.
CUBA. 1963. Havana. Ministry of Industry. 1963. Portrait of Ernesto GUEVARA (Che), Argentinian politician (1928-1967). Doctor, Minister of Industry (1961-1965). Afterwards, he developped revolutionary elements in Latin America, and participated in a Bolivian guerilla warfare during which he was captured and killed in October 1967.
navigate_before
navigate_next

„მაგნუმმა ინტერვიუ მთელ მსოფლიოში გაავრცელა. 1966 წელს კი მეგობარმა ჩემი ნებართვის აღების შემდეგ დაამზადა ჩე გევარას დიდი პოსტერი. ამის შემდეგ ეს ფოტო შედევრი გახდა. ყველას უნდოდა ამ პოსტერის ყიდვა, მაგრამ ნამდვილი ბუმი იყო პარიზში, 1968 წელს, როდესაც სურათი დროშებზე დაიბეჭდა. მოგვიანებით, როდესაც ჰავანაში დავბრუნდი, ხალხს მაისურები ეცვათ, სადაც ჩემი ფოტო ეხატა. იმდენად ამაყი ვიყავი, რომ მაისურები ჩემი შვილებისთვისაც ვიყიდე და გამყიდვალს ვუთხარი, რომ ეს ჩემი ფოტო იყო.“

 

კომენტარები

კომენტარი