კულტურა

გორის ცენტრში 3D გრაფიტი კერძო ინტერესს შეეწირა

გორის ცენტრში, სტალინის გამზირის #13-ის ფასადზე დახატული 3D გრაფიტი კერძო ინტერესს შეეწირა.

როგორც ცნობილი გახდა, სივრცე, რომელზეც ნახატია გამოსახული, კერძო მესაკუთრეს კაფეს ექსპლუატაციისთვის სჭირდება.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფითად აფასებს მომხდარს და მას ვანდალიზმს უწოდებს.

“არტნიუსი” უცვლელად გთავაზობთ შმაგის გავრცელებულ განცხადებას:

“ყველაზე საშინელი ვანდალიზმი რაც კი გორში მომხდარა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი შრომა და თავდაუზოგავი ენერგიაა ჩადებული ამ პროექტზე! ღამეები გაათენეს, თვეები ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ნებართვას! საბოლოო ჯამში კი “გორის დღეების” ფარგლეში, ადამიანები რომლებიც ,,მომავალს ქმნიდნენ” გორის მოსახლეობას ეს 3D ნამუშევარი წარუდგინეს და ამით უამრავი ადამიანი გაბედნიერდა!

ახლა კი ვიღაცის კომერციულ ინტერესებს შეეწირა Nick Churadze – ის ნამუშევარი!

არასდროს შევალ ამ კაფეტერიაში, რადგან ესაა უსინდისობა, არაადამიანობა.”

შეგახსენებთ, რომ გრაფიტი 2014 წელს, გორის დღეებთან დაკავშირებით დაიხატა

ფოტოების ავტორი: გურამ ვანიშვილი

კომენტარები

კომენტარი