კულტურა

თბილისში გოგებაშვილის, დანტეს, ყიფიანის და ლაღიძის ძეგლები დაიდგმევა

თბილისში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის, საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანის, მწერლების – დანტე ალიგიერისა და იაკობ გოგებაშვილის ძეგლების დადგმა იგეგმება.

საზოგადოებრივი განხილვის მიზნით ესკიზები თბილისის მერიის შენობის XIX სართულზე გამოიფინა. ესკიზები 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოფინება და მერიაში მისულ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს ისინი და შთაბეჭდილებების წიგნში დატოვოს საკუთარი მოსაზრებები.

გარდა აღნიშნული საზოგადო მოღვაწეებისა, იგეგმება თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლიკასთან დაკავშირებული სკულპტურული კომპოზიციების შერჩევაც.

კომენტარები

კომენტარი