კულტურა ლიტერატურა საშემსრულებლო ხელოვნება

ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ბიოგრაფიული წიგნის”ზაქარია ფალიაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნზე მკვლევარ-პუბლიცისტთა ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა და მასში ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წერილები, ფოტო და საარქივო დოკუმენტებია შესული.

ბიოგრაფიული გამოცემა როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან ტექსტებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის სპეციალურად ჟღერდა კომპოზიტორის შემოქმედების ნაწყვეტები ოპერიდან “აბესალომ და ეთერი“.

ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია”აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული”დაისი“, გმირულ-პატრიოტული”ლატავრა.“

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელად და კლასიკოსად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი