არქიტექტურა, არქეოლოგია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “განადგურებული ფრესკები ბედიის კათედრალში”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბედიის კათედრლაში განადგურებულ ფრესკების თაობაზე კომენტარს აკეთებს და ფოტოებს ავრცელებს:

“გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამე ბაგრატიონის (გარდ.1014 წ., დედით ლეონიანი, ეგრის–აფხაზეთის მეფეთა დინასტია) და ოდიშის (ანუ სამეგრელოს) ერისთავთ–ერისთავის გიორგი დადიანის და მისი დედის, სამეგრელოს დიოფალთ–დიოფალ მარეხის (მე–14 ს.) განადგურებული ფრესკებს ბედიის კათედრალში. წარმოგიდგენთ ძველი ფოტოს, 1960–70–იანი წლებისას და თანამედროვე მდგომარეობის ამსახველ ფოტოს. ამჟამად გადარჩენილია მხოლოდ ორიოდე გრაფემა (კარგად იკითხება ქართული ასომთავრული ასო “ო” სიტყვიდან “დეოფალთ-დეოფალი”) დედა–შვილი დადიანის საკტიტორო ფრესკიდან. ეს საკტიტორო ფრესკები მიეკუთვნებოდა მე–14 საუკუნეს და განთავსებული იყო ტაძრის სამხრეთ კედელზე, კარების მარცხნივ. სჩანს, რომ ფრესკები განზრახაა განადგურებული ქართული წარწერების და გამოსახულ პირთა ქართველობის გამო”

 

 

კომენტარები

კომენტარი