კულტურა

ეთნოგრაფიული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის პროგრამას ხსნის

2017 წლის 15 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ ქართული ხალხური რეწვის პროგრამას ხსნის.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგი და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებ გვერდს.

კომენტარები

კომენტარი