კულტურა

ფოტოგამოფენა ლეღვთახევის გვირაბში

ხვალ, 7 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისობა 2017-ის ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართება. ღონისძიებას ლეღვთახევის გვირაბი უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოკვირეულ “ქოლგა თბილისი ფოტო 2017” – ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოები.

ღონისძიების ორგანიზატორები  არიან მეიდან ჯგუფი და ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი